LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის სიმპათიური ქართველი სპორტსმენი, რომელიც ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გადავიდა

498
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

დავით თედიაშვილი – ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა და ფინალურ ეტაპზე გადავიდა.

30 წლის დავითი ბაკურიანიდანაა. ის თხილამურებზე სამი წლიდან დგას. არის ყოფილი სამთო მოთხილამურე, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, სკი კროსის დამფუძნებელი საქართველოში.

პირველად, საერთაშორისო ტურნირზე 2015 წელს, ესპანეთში გავიდა. მას შემდეგ შემოიარა სხვა ევროპული ქვეყნები და საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენმა არაერთხელ ასახელა მშობლიური ქვეყანა. კორონავირუსის პანდემიამ მისი სპორტული კარიერა დროებით შეაჩერა, შემდეგ კი ისევ გააგრძელა სპორტული ცხოვრება.

„პირველად, საერთაშორისო ტურნირზე 2015 წელს მსოფლიო უნივერსიადაზე ვიასპარეზე ესპანეთში. ამის შემდეგ იყო ჩეხეთი 2016 წელს და 2-ჯერ მეორე ადგილი ფისზე, კურორტი რეჯისე. 2017 წელს ყაზახეთში მსოფლიო უნივერსიადაზე მე-7 ადგილი დავიკავე. შემდეგ, პირველი ადგილი ჩეხეთისა და სლოვაკეთის პირველობაზე. ასევე, 2017 წელს ესპანეთში მსოფლიო ჩემპიონატზე ვიასპარეზე. 2018 წელს ტრავმამ ერთი წელი გამომატოვებინა, შემდეგ პანდემია დაიწყო და მთელი ეს პერიოდი პასიურად ვიყავი. 2021 წლიდან კი განვაახლე სპორტული კარიერა. ძირითადად, პირველი და მეორე ადგილები დავიკავე ჩეხეთში, შვეიცარიაში, ავსტრიაში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებებში“  ამბობს დავით თედიაშვილი ელეკომპანია “ბორჯომთან” ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ ფინალი ბაკურიანში დღეს, 25 თებერვალს გაიმართება. დავით თედიაშვილთან ერთად ფინალისტები არიან ბექა ბერძენიშვილი და ლაშა კურტანიძე, რომლებიც სკი კროსში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

შეგახსენებთ, ბაკურიანში, ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო პირველად მასპინძლობს.

ჩემპიონატში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, აქედან საქართველოს სახელით ასპარეზობს ექვსი სპორტსმენი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g