LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ყველაზე ლამაზი ქალი პლასტიკური ქირურგის ვერსიით

56
1Alexi-Lubomirski-BTS-12-Stella-Magazine_trans_NvBQzQNjv4BqKyoPOSa4csgRfN65abincsSrpDOmXCEHzeKTb84Mgmo

ცნობილმა პლასტიკურმა ქირურგმა ჯულიან დე სილვამ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალების რეიტინგი შეადგინა. სპეციალისტმა სიის შედგენისას სახის პროპორციები ოქროს ფორმულით გამოთვალა. ინფორმაციას ამის შესახებ India Today ავრცელებს.

როგორც გაირკვა მეცნიერებაზე დაყრდნობით, ყველაზე ლამაზი ქალი ბრიტანელი მსახიობი ჯოდი კომერია. Killing Eve-ს ვარსკვლავს ყველაზე პროპორციული ნაკვთები აქვს და „იდეალური პარამეტრები“ 94,52%-ს აღწევს. მეორე ადგილს მსახიობი ზენდაია იკავებს. მისი მაჩვენებელიც საკმაოდ შთამბეჭდავი – 94,35%-ია.

მესამეა მოდელი ბელა ჰადიდი. (94,35%) მომღერალი ბიონსე მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა და მისი მაჩვენებელი 92,44%-ია. მეხუთეა პოპ-შემსრულებელი არიანა გრანდე. (91,81%)

ევროპაში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება სამედიცინო ტურიზმი და მისი მთავარი მიმართულება – პლასტიკური ქირურგია. ყველაზე ხშირად კი ამ მიზნით ვიზიტორები გერმანიას აკითხავენ ხოლმე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები