LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები – ბრიტანეთის ელჩი სალომე ზურაბიშვილს აკაკი წერეთლის პოემით ეხმაურება

2773
79013468-2553593191628233-1258096088225677312-n

“ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები? ვინ შეამკოს ღირსეულად ქართველ გმირთა მხარ-მკლავები?” – საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, აკაკი წერეთლის პოემით “თორნიკე ერისთავი” სალომე ზურაბიშვილს პასუხობს.

"რას ემსახურება პრეზიდენტის ბულინგი?" - სალომე ზურაბიშვილი პირადად აკეთებს განმარტებას

"მცდელობაა პრეზიდენტის ყველა ინიციატივა იყოს იგნორირებული, დაკნინებული, დამახინჯებული, და გადაფარული ახალი “სკანდალით”.

ჯასტინ მაკენზი პოემის ნაწყვეტს საკუთარ “Twitter”-ზე აქვეყნებს და ამ ფორმით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც პრეზიდენტმა თქვა, რომ “საქართველოს არც ჯარი აქვს და არც იარაღი აქვს”.

“არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან მაგარი იარაღი, რასაც ჰქვია, ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ” – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

 

magti 5g