LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ გახდება წლის საუკეთესო მსახიობი ქალი? – გაიგეთ, ემთხვევა თუ არა თქვენი აზრი რეიტინგებს

247
ოსკარი (1)

„ოსკარების“ დაჯილდოებაზე, ყველაზე პოპულარულ ნომინაციებს შორის, უდავოდ არის წლის საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორია. აქ წელს ერთმანეთს 5 ქალი უპირისპირდება, თუმცა ყველას მოგების ერთნაირი შანსები არ აქვთ.

ყველაზე მეტად წელს ფსონს დებენ ემა სთოუნზე, რომლის მიერ შექმნილი ბელას პერსონაჟი ფილმში Poor Things, მართლად ყველა მოლოდინს აჭარბებს. „ოსკარის“ მიღების შანსს ემასთვის, ექსპერტები 57 პროცენტით აფასებენ, რადგან ემას უკვე აქვს ოსკარი მუსიკალური ფილმისთვის „ლა ლა ლენდი“ და შესაბამისად, მეორე „ოსკარის“ მიღება, არც ისე მარტივია.

მეორე ადგილს ამ რეიტინგში იკავებს ლილი გლადსტოუნი, რომელმაც ინდიელი მოლი კაილის როლი განასახიერა, მარტინ სკორსეზეს დრამაში „მთვარის ყვავილის მკვლელები“. ლილიმ ფილმისთვის უკვე მიიღო „ოქროს გლობუსი“ და ახლა „ოსკარის“ მოლოდინშია. მისი მოგების შანსი 47 პროცენტს უახლოვდება.

მესამე ადგილზე მოხვდა გერმანელი სანდრა ხოულემი, რომელიც ფანტასტიკურად თამაშობს კინოსურათში „ვარდნის ანატომია“, ის მწერალს განასახიერებს, ვისაც ქმრის მკვლელობა ბრალდება.

ამ სიაში მხოლოდ მეოთხე ადგილს იკავებს კერი მილიგანი, რომელიც არაერთხელ ყოფილა „ოსკარის“ ნომინანტი, თუმცა ახლა მისი შანსები საკმაოდ დაბალია. მილიგანმა ფილმში „მაესტრო“, ქალის მთავარი როლი შეასრულა.

„ოსკარის“ მოგების პრეტენდენტთა შორის მოხვდა ანეტ ბენინგი, 65 წლის მსახიობმა ცნობილი რეკორდსმენი მოცურავე, დაიანა ნეიდი განასახიერა, რომელმაც გადაწყვიტა, მეგობრის დახმარებით აესრულებინა ოცნება და 60 წლის ასაკში, კუბიდან ფლორიდაში გაეცურა.

ვინ მოიგებს ოსკარს, ამას ჩვენ 10 მარს გავიგებთ. იქამდე კი შეგვიძლია გითხრათ, რომ ყველაზე მეტი „ოსკარი“ კინოაკადემიის ისტორიაში, ქალებს შორის, მიღებული აქვს კეტრინ ჰეპბერნს, ის 4 ოსკარის მფლობელია, მას მოსდევენ ფრენსის მაკდორმანდი და მერილ სტრიპი, 3-3 „ოსკარით“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები