LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ რამდენ მილიონს კარგავს პარლამენტში არშესვლით

163
პარლამ

სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტია მომავალი წლის დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით  ყველა პლენარულ სხდომას გააცდენს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მხოლოდ ის პარტია მიიღებს, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს.

ამ შინაარსის  მუხლის ასახვა იგეგმება “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან დეპუტატები – ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი და დავით მათიკაშვილი.

„პოლიტიკური პარტიები სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ მიზნობრივად, საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლით განსაზღვრული კონსტიტუციურ სამართლებრივი ფუნქციის შესასრულებლად. პარტიების კონსტიტუციური ფუნქციაა, მონაწილეობა მიიღონ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში და უზრუნველყონ ხალხის პოლიტიკური ძალაუფლების რეალიზება. წარმომადგენლობით დემოკრატიაში აღნიშნულ ფუნქციას პარტიები არსებითად არჩევნებისა და უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს − პარლამენტის მეშვეობით ახორციელებენ. პოლიტიკური პარტიები სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესში ქმედითი და კონსტრუქციული მონაწილეობისთვის. იმ პირობებში კი, როდესაც პარტია ამ დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესს და ქვეყნის მთავარ დემოკრატიულ ინსტიტუტს თვისებრივად უპირისპირდება, აწარმოებს პარლამენტის საბოტაჟს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ასრულებს კონტრპროდუქტიულ როლს და პრინციპულად ეწინააღმდეგება დაფინანსების სამართლებრივ ამოცანას“, – ნათქვამია საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათში.

“ამ უბადრუკი მცდელობით თვლიან, რომ ოპოზიცია შევა პარლამენტში“ – “ლელოს” წარმომადგენელი განმარტავს 3 მთავარ მიზეზს, რის მიხედვითაც ოპოზიციას დაფინანსება ეკუთვნის

“ეს ქმედება ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ არის სადამსჯელო” -„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” „ოცნების” ახალ კანონპროექტზე

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, პოლიტიკური პარტიების ყოველწლიური საბიუჯეტო დაფინანსება განსაზღვრულია შემდეგი ოდენობით.

არჩევნებზე ყველაზე მეტი ხმა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. შესაბამისად, ის ყველაზე მეტ დაფინასებას მიიღებს.

 

 

პარტიების მიხედვით თანხები შემდეგნაირად ნაწილდება:

  1. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ − 5,140,020.00 ლარი;
  2. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ − 2,199,635.00 ლარი;
  3. „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ − 240,000.00 ლარი;
  4. „ევროპელი დემოკრატები“ − 460,000.00 ლარი;
  5. „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ − 939,925.35 ლარი;
  6. „კანონი და სამართალი“ − 104,436.15 ლარი;
  7. „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ − 1,124,409.00 ლარი;
  8. „გირჩი“ – 778 000 ლარი,
  9. „ლელო საქართველოსთვის“ − 803,560.00 ლარი;
  10. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ − 1,043,120.00 ლარი;
  11. „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ − 289,710.00 ლარი.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.

„ქართული ოცნება“ იმედს არ კარგავს. როგორც ლიდერები აცხადებენ, ოპოზიციაში არიან ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც საბოლოოდ პარლამენტში შესვლაზე უარს არ იტყვიან.

პარტიები ერთმანეთს უფრო შორდებიან, იმის ნაცვლად, რომ დაუახლოვდნენ – ეს ჩემთვის შემაშფოთებელია: კარლ ჰარცელი

 

magti 5g