LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ შეცვალა ტრადიცია, ვინ მისცა ხმა უბნელს და ვინ გადახაზა ორივე კანდიდატი – ყოფილი და ახლანდელი პირველი პირების არჩევანი

682
Untitled design (37)

საქართველოში არჩევნების მეორე ტური იმართება. სულ რამდენიმე საათი გვაშორებს იმის გაგაგებად, თუ ვის ანდეს 5 თვითმმართველი ქალაქი,  თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი და ფოთი.

არჩევნები ასევე იმართება 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში. 

საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს პირველმა პირებმა და ოპოზიციის ლიდერებმა.

ერთ-ერთი პირველი საარჩევნო უბანზე მივიდა ბიძინა ივანიშვილი.

ბიძინა ივანიშვილმა და ეკატერინე ხვედელიძემ ხმა მთაწმინდის #1 ოლქის მე-4 საარჩევნო უბანზე მისცეს. ისევე როგორც პირველ ტურში, ბიძინა ივანიშვილს არც ამჯერად გაუკეთებია კომენტარი ჟურნალისტებთან.

 

 

საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი უკვე შეასრულა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

 

 

„დღეს არჩევანი არის ძალიან მარტივი, როგორც კანდიდატებს შორის, ასევე ორ პოლიტიკურ ძალას შორის. ერთ მხარეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ხალხს ჰპირდება არეულობას, ქაოსს, მეორე მხარეს არის პარტია, რომელიც ხალხს ჰპირდება სტაბილურობას, მშვიდობას და განვითარებას“. – აღნიშნა კობახიძემ.

თუმცა, საარჩევნო უბანზე გაკეთებული მის განცხადებებიდან უფრო მეტად დასამამხსოვრებელი იყო, რომ სააკაშვილი მაინცდამაინც დღეს გახდება ცუდად და კიდევ ის, რომ სააკაშვილი დღეში რამდენიმე ლიტრ ლიმონათს სვამს.

ირაკლი კობახიძე არჩევნებზე ოჯახის წევრების გარეშე იმყოფებოდა.

რა თქმა უნდა, საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ. მან მეორე ტურზე შეიძლება ითქვას, ერთგვარი ტრადიცია დაარღვია და არჩევნებზე უმცროს შვილთან ერთად მივიდა.

 

 

„რა თქმა უნდა, შემოვხაზე კახა კალაძე – 41, რათა ის აღმშენებლობა და განვითარება, რაც დაწყებული გვაქვს 2017 წლიდან დედაქალაქში, გაგრძელდეს. ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ამ განვითარებას“. – თქვა კალაძემაარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ.

საარჩევნო უნბანზე იმყოფებოდა ნიკა მელიაც. მან ასევე აღნიშნა, რომ ჰაერში ტრიალებს გამარჯვების სურნელი და რომ  მსგავსი არაფერი შეიმჩნეოდა პირველ ტურში.

ნიკა მელია არჩევნებზე ოჯახის წევრების გარეშე იმყოფებოდა.

 

 

რა თქმა უნდა, დიდი ინტერესი იწვევდა, რას იტყოდა და რა გზანილი ექნებოდა ქვეყნის პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს.

ირაკლი ღარიბაშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და უმცროს შვილებთან ერთად მივიდა.

„ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა 67-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა, სადაც საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხმა „სიწყნარეს, სიმშვიდეს და ერთიანობას მისცა“.

 

 

მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კი განაცხადა, რომ არჩევნებზე ხმა მის უბნელს მისცა:

“მე მივეცი ხმა ჩემს უბნელს, მე მივეცი ხმა ოპოზიციურ ცვლილებებს, მე მივეცი ხმა იმას, რომ თბილისში, ჩემს ქალაქში დასრულდეს კორუფცია ძარცვა და ადამიანის ქონებისა და ღირსების მიტაცება”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ. თუმცა შეიძლება ითქვას, მან წელს საკუთარი არჩევანი განსხვავებულად გააკეთა და სავარაუდოდ, საარჩევნო ბიულეტენზე ორივე კანიდატი გადახაზა.

“გვაიძულებენ, არჩევანი ცუდსა და  ცუდს შორის გავაკეთოთ, ამიტომ ხმას არც ერთს არ მივცემ,” – განაცხადა გახარიამ, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში დედაქალაქის მერობისთვის იბრძოდა, თუმცა, ის მესამე ადგილზე გავიდა. 

 

 

magti 5g