LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმა მივეცი ჩემ უბნელს, ხმა მივეცი ოპოზიციურ ცვლილებებს, რათა დასრულდეს კორუფცია, ძარცვა: გიორგი მარგველაშვილი

108
მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი გააკეთა. როგორც მარგველაშვილი აცხადებს, მან ხმა „ოპოზიციურ ცვლილებებს“ მისცა, რათა „ქალაქში კორუფცია, ძარცვა, ადამიანის ქონებისა და ღირსების მიტაცება დასრულდეს“.

“მე მივეცი ხმა ჩემს უბნელს, მე მივეცი ხმა ოპოზიციურ ცვლილებებს, მე მივეცი ხმა იმას, რომ თბილისში, ჩემს ქალაქში დასრულდეს კორუფცია ძარცვა და ადამიანის ქონებისა და ღირსების მიტაცება”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოში არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩვნო ოლქში მიმდინარეობს

12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 17.18 პროცენტს შეადგენს – სად არის ყველაზე მაღალი აქტივობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g