LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ შეცვლის „სამანტას“ საკულტო სერიალ „სექსი დიდ ქალაქში“ – ახალი დეტალები

268
38095436-0-image-a-30-1610839383138

საკულტო სერიალი „სექსი დიდ ქალაქში“ ეკრანებს უბრუნდება. 55 წლის მსახიობმა სარა ჯესია პარკერმა და HBO-მ ყველასთვის  სასიხარულო სიახლე ოფიციალურად დაადასტურეს. მსახიობმა ინსტაგრამზე HBO-ს ვიდეო გაავრცელა, სადაც ნიუ-იორკის კადრები ჩანს, პარალელურად კი ეკრანზე წინადადება იწერება – „ისტორია გრძელდება…“.

აღსანიშნავია, რომ  ყველასათვის საყვარელი სერიალის გმირები არასრული შემადგენლობით იქნებიან წარმოდგენილნი. ფილმს კიმ კეტროლი გამოაკლდება. „სამანტა“ სერიალში მონაწილეობას აღარასდროს აპირებს, ამის მიზეზი კი  სარა ჯესიკა პარკერთან უთანხმოებაა.

ახლახანს ინფორმაცია გავრცელდა, HBO აპირებს, რომ ახალ სეზონში „სამანტა“ ორი ფერადკანიანი ქალბატონით ჩაანაცვლოს. თუ რომელი მსახიობები გახდებიან საკულტო სერიალის ახალი გმირები, ჯერჯერობით უცნობია.

„დადგა დრო, რომ საზოგადოებამ ნიუ-იორკის ძლიერი, თამამი და მხურვალე ქალბატონები ახალი კუთხით დაინახოს“, – აცხადებს ინსაიდერი.

შეგახსენებთ, პირველი სეზონი 1998 წელს გამოვიდა, უკანასკნელი სერია კი 2010 წელს ვიხილეთ. ახალი სეზონის გადაღებები ზაფხულში დაიწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები