LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ სთხოვა ელგუჯა ცომაიას სააკაშვილის საქართველოში გადმოყვანაში დახმარება – ბრალდებული დეტალებს იხსენებს

337
Untitled design (75)

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული ელგუჯა ცომაია აძლევს ჩვენებას.

ცომაია დეტალურად ჰყვება, თუ ვინ დაუკავშირდა მას და ვინ სთხოვა მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში გადმოყვანაში დახმარება.

როგორც ბრალდებული აღნიშნავს, მას შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე, გია ლორთქიფანიძე დაუკავშირდა, რომელმაც მას დახმარება სთხოვა.

ცომაიას თქმით, ის სააკაშვილის საქართველოში შემოყვანაში დახმარებას ლორთქიფანიძის მხრიდან დახმარების სანაცვლოდ დაჰპირდა.

ბრალდებულის თქმით, არაჟნით დატვირთული სატვირთო მანქანით მან საბაჟო კონტროლი უპრობლემოდ გაიარა, ვინაიდან ის ბევრი წელია, უკრაინაში დადის.

ცნობისთვის, ელგუჯა ცომაიას მძიმე დანაშაულის დაფარვასა და საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებას ედავებიან. ის ბრალს აღიარებს.

ვრცლად სასამართლო პროცესზე სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებები:

სააკაშვილის მიმართვა: აგერ დედაჩემი ზის… კარგად ვიცი, რას ნიშნავს, როცა ყოველ ღამე გესიზმრება შენი სამშობლო, შენი ეზო პეკინზე

ეს დარბაზი არის ჩემი აშენებული, ეს დროშა, აუდიტორიები ჩვენი გაკეთებულია, ეს გალია ჩემი აშენებულია: მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს

თქვენ ისეთივე მოსამართლე ხართ, როგორც მე ასტრონავტი ვარ – სააკაშვილი მოსამართლეს

რატომ არის სააკაშვილი ციხეში – ექსპრეზიდენტი 4 მიზეზს ასახელებს

სააკაშვილი: ზვიად გამსახურდიას რატომ არ ასამართლებთ საზღვრის უკანონო გადმოლახვაზე? იმიტომ, რომ მოკალით, ხომ?”

სააკაშვილი მის საქმეზე ბრალდებულებს ბოდიშს უხდის: “ჩემ გამო დაიჩაგრნენ, თვითონაც არ ვიცნობ ჩემს თანამზრახველებს”

სააკაშვილი: ამ სასამართლოს ტერიტორიაზე მშვენიერი ღამის კლუბი გამოვიდოდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g