LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის მიმართვა: აგერ დედაჩემი ზის… კარგად ვიცი, რას ნიშნავს, როცა ყოველ ღამე გესიზმრება შენი სამშობლო, შენი ეზო პეკინზე

5865
BeFunky-collage (13)

“ჩემი საქართველოს სიყვარულის გამო ჩამოვედი ამ ქვეყანაში და მე მათ მივმართავ და ვერავინ გამაწყვეტინებს, სიტყვას და თუ გამაწყვეტინებს, მათ ქართველი ხალხი გასცემს პასუხს. წერტილი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც მესამე პრეზიდენტის საქართველოში შემოსვლის საქმეს განიხილავენ.

მისი საქართველოში ჩამოსვლის მოტივზე საუბრისას საქმეზე ბრალდებულ 4 პირს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ რამდენიმე თვეა, იჩაგრებიან.

„ჩემი მიმართულებით ხორციელდება პოლიტიკური მართლმსაჯულება, არ ვაპირებ ვითომ ფორმალურად ჩადენილი დანაშაულების დეტალებში შესვლას.

მინდა პირველ რიგში ვთქვა, რომ არის სამი ადამიანი, ძმები წოწორიები, თუ არ ვცდები, იმიტომ რომ მე არც გამიცნია და ბატონი ელგუჯა ცომაია და მე მინდა მათ ვუთხრა დიდი მადლობა რომ არიან წესიერი და მშრომელი ხალხი“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

სააკაშვილმა კიდევ ერთხელ ახსნა, რატომ დაბრუნდა საქართველოში.

„მინდა გითხრათ, რას ნიშნავს სამშობლოს მიზიდულობა.

ეს არის ის, რაც მე ვიგრძენი , როცა პირველად ფეხი დავდგი სამეგრელოს მიწაზე და შარშან ოქტომბერში, მერე ბათუმში და თბილისში.

იმ ერთი წამისთვის, რომ თავისუფლად გამევლო ჩემი საყვარელი ქვეყნის მიწაზე, ღირს, რომ ადამიანი წავიდეს სიკვდილზე.

ხელისუფლებას რომ სცოდნოდა, როგორ თავისუფლად დავდიოდი საქართველოს მიწაზე, მოხდებოდა ჩემი მკვლელობა და მერე ამას დააბრალებდნენ ვიღაც კრიმინალებს.

მე ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს, როცა ყოველ ღამე გესიზმრება შენი სამშობლო.

რას ნიშნავს, როცა გესიზმრება შენი ეზო პეკინზე. (აგერ დედაჩემი ზის). ჩემი სტადიონი, სადაც ფეხბურთს ვთამაშობდი.

როცა გესიზმრება შენი სკოლა და შენი მეგობრები“. – აღნიშნა სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

სააკაშვილი: ზვიად გამსახურდიას რატომ არ ასამართლებთ საზღვრის უკანონო გადმოლახვაზე? იმიტომ, რომ მოკალით, ხომ?”

თქვენ ისეთივე მოსამართლე ხართ, როგორც მე ასტრონავტი ვარ – სააკაშვილი მოსამართლეს

ეს დარბაზი არის ჩემი აშენებული, ეს დროშა, აუდიტორიები ჩვენი გაკეთებულია, ეს გალია ჩემი აშენებულია: მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს

რატომ არის სააკაშვილი ციხეში – ექსპრეზიდენტი 4 მიზეზს ასახელებს

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები