LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: ზვიად გამსახურდიას რატომ არ ასამართლებთ საზღვრის უკანონო გადმოლახვაზე? იმიტომ, რომ მოკალით, ხომ?”

335
BeFunky-collage (12)

“ზვიად გამსახურდიას რატომ არ ასამართლებთ საზღვრის უკანონო გადმოლახვაზე? უკვე ვეღარ ასამართლებთ, იმიტომ, რომ მოკალით, ხომ?”, –  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც მესამე პრეზიდენტის საქართველოში შემოსვლის საქმეს განიხილავენ.

“რომ დაეჭირათ ზვიადი, რომელსაც მე მივანიჭე საქართველოს ეროვნული გმირის წოდება, აუცილებლად გასამართლდებოდა უკანონო რეჟიმის მიერ, რომელმაც რუსეთის ჯარების დახმარებით მოახდინა გადატრიალება საქართველოში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოლახვისთვის.

იცით, მე უკრაინაში ვიყავი მრავალი წელი და ვცდილობდი, რომ მაქსიმალურად ჩემ გარშემო შემექმნა ჩემი საქართველო – მე მაქვს ჩემი ვენახი კიევის მახლობლად, სადაც საფერავია ჩაყრილი, მე მუდმივად ვეკონტაქტებოდი ქართველ მებრძოლებს, რომლებზეც აქ სისხლის სამართლებრივი საქმეებია აღძრული. მე ყველგან ვსაუბრობდი საქართველოზე – გავივლიდი, გამოვივლიდი და ისევ ვწევდი საქართველოს პრესტიჟს ზემოთ. ამას ყოველთვის გავაგრძელებ, სადაც არ უნდა ვიყო. სინამდვილეში, ეს რეჟიმი იმყოფება ახლა სასამართლოზე. იმიტომ ვარ აქ, რომ ამ რეჟიმს მოვუწყო სასამართლო იმისთვის, რაც გააკეთა საქართველოში”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

რატომ არის სააკაშვილი ციხეში – ექსპრეზიდენტი 4 მიზეზს ასახელებს

ეს დარბაზი არის ჩემი აშენებული, ეს დროშა, აუდიტორიები ჩვენი გაკეთებულია, ეს გალია ჩემი აშენებულია: მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს

თქვენ ისეთივე მოსამართლე ხართ, როგორც მე ასტრონავტი ვარ – სააკაშვილი მოსამართლეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g