თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი მიმდინარეობს.
სააკაშვილმა პროცესის დამსწრეებს სიტყვით მიმართა და ჰკითხა, გამოიცნობენ თუ არა, რის გამო იმყოფება ის ციხეში.
თავად სააკაშვილი 4 მიზეზს ასახელებს.
“მე მინდა აუდიტორიაში დავსვა ამოცანა. როგორ გგონიათ, რატომ ვიმყოფები მე დღეს ციხეში?
პირველი – კოსტიუმების ყიდვის გამო, მეორე საქართველოში არალეგალურად შემოსვლის გამო, მესამე – იუშჩენკოს აბანოში მომსახურებისა და შამპუნის ფასის გამო და მეოთხე, ბუქარესტის ფორმულირებისა და იმის გამო, რომ საქართველო არ ჩავაბარეთ რუსეთს 2008 წელს?
აბა, ოთხიდან ერთი გამოიცანით, რის გამო იმყოფება სააკაშვილი პატიმრობის ქვეშ?”, – განაცხადა სააკაშვილმა.
თქვენ ისეთივე მოსამართლე ხართ, როგორც მე ასტრონავტი ვარ – სააკაშვილი მოსამართლეს