LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვინც ჩვენი ნიკო მიწისთვის გაიმეტა, სისტემამ, რომელმაც სამართალი წამართვა და მკვლელები წაახალისა, დაშლილი და დანგრეული მანახე“ – ნიკო კვარაცხელიას დედა

400
იზა ომაძე

2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში მოკლული, ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

იზა ომაძე სტატუსთან ერთად შვილის საფლავზე გადაღებულ ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ ახალგაზრდების მწამებელი სისტემა უნდა დაინგრეს.

„მარადიული სიცოცხლე და სიყვარული ასე გამოიყურება, თუმცა მშობელი მარადიულ სასუფეველში დამხვედრი უნდა იყოს…

ღმერთო მაღალო, ცეცხლი და მახვილი შენთვის მომინდია, ვიცი არავინ გამოგრჩება.

მე კი იმას ვისურვებ, ვინც ჩვენი ნიკო მიწისთვის გაიმეტა, სისტემამ, რომელმაც სამართალი წამართვა და მკვლელები წაახალისა, დაშლილი და დანგრეული მანახე, თუ ვერ მოვესწარი იქაც გავიგებ!!!

დიახ, მკვლელი სისტემა, ახალგაზრდების მწამებელი სისტემა უნდა დაინგრეს!!!

ჭირისუფალს ხომ ყველაფერი ეპატიება!“ – წერს იზა ომაძე სოციალურ ქსელში.

„ამ ქვეყანაში ჩვენი შვილების მომავალი დაუცველია, შვილებს ქუჩაში გვიხვრეტენ! მოვლენები, რომელიც დღეს ყველა ქალაქში ვითარდება, სულის ამოძახილია, დაგროვილი უსამართლობა ნიაღვრად იქცა, გონივრული გამოსავალი თუ არ იქნა მოფიქრებული, კარგს არაფერს გვიქადის“ – იზა ომაძე

მარადიული სიცოცხლე და სიყვარული ასე გამოიყურება, თუმცა მშობელი მარადიულ სასუფეველში დამხვედრი უნდა იყოს… ღმერთო მაღალო…

Posted by Iza Omadze on პარასკევი, 14 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g