LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინც „ოცნებას” ვაძლევთ ხმას, ბევრი პრეტენზიაც გვაქვს მთავრობასთან, მაგრამ არჩევანის წინაშე ვდგავართ – სიყვარული თუ ბოროტება, თავისუფლება თუ ტერორი: ხათუნა ჟორდანია 

2685
ხათუნა ჟორდანია

ხათუნა ჟორდანია ქუთაისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის მხარდამჭერ შეხვედრაზე იმყოფებოდა, სადაც განაცხადა, რომ „დღეს ქართულ ოცნებას ალტერნატივა არ უნდა ჰყავდეს“. მისივე განმარტებით, დღეს ვდგავართ არჩევანის წინაშე, როდესაც უნდა ავირჩიოთ „სიყვარული ან ბოროტება“ და „თავისუფლება ან ტერორი“.

მისივე განმარტებით, ის ქართული ოცნების ქუთაისის მერობის კანდიდატ სოსო ხახალეიშვილს უპირობოდ უჭერს მხარს.

„მე, პირადად, „ქართულ ოცნებას” იმ დღიდან ვაძლევს ხმას და თანავუგრძნობ, რა დღიდანაც ეს პარტია შეიქმნა. ჩვენ, ვინც „ქართულ ოცნებას” ვაძლევთ ხმას, ბევრი პრეტენზიაც გვაქვს მთავრობასთან, მაგრამ როდესაც დღეს არჩევანის წინაშე ვდგავართ – სიყვარული თუ ბოროტება, თავისუფლება, თავისუფალი აზრის გამოთქმის საშუალება თუ ტერორი, მე მგონია, რომ „ქართულ ოცნებას” დღეს ალტერნატივა არ უნდა ჰყავდეს და ვერ წარმომიდგენია, ამ ქვეყანაში, ამდენი წლის მერე, თუკი არსებობენ ისეთი ადამიანები, ვისაც შეუძლია, რომ მწამებელთა პარტიას ხმა მისცენ. ეს ჩემთვის, რა თქმა უნდა, გაუგებარია.

რაც შეეხება ბატონ სოსოს, პირველ რიგში, ის ჩემთვის „ქართული ოცნების” მიერ დასახელებული კანდიდატია და უპირობოდ დავუჭერ მხარს. ამას გარდა, ქუთაისი ჩემი დედულეთია და მე მივეცი ჩემს თავს უფლება ჩამოვიდე და ასე ხმამაღლა დავუდგე გვერდით ბატონ სოსოს“, – განაცხადა ჟორდანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g