ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ადამიანების გარკვეულ კატეგორიას, ვინც 17 მაისს პატივს სცემს ოჯახს, დანარჩენ დღეებში კი „ხსნილი” არ აქვთ ოჯახის წევრების მოკვლა-დასახიჩრებაზე, სწორედ მათ ულოცავს დღევანდელ დღეს:
„ოჯახის სიწმინდის დღეაო. ჰოდა ვინც წელიწადის ყოველ დღეს პატივს სცემთ ოჯახს და დანარჩენ დღეებში „ხსნილი” არ გაქვთ ოჯახის წევრების მოკვლა-დასახიჩრებაზე , ქალების მოკვლაზე ცემა-ტყეპაზე და გინებაზე , ჩაგვრაზე , მკვლელების „გაპრავებაზე” რუსულად, თქვენ გილოცავთ ამ ერთ-ერთ დღეს ღირებულებებით ცხოვრებისა.
„ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახები“- ზურა ხაჩიძე
ყველა ,ყველა დღე ოჯახის და ადამიანთა პატივისცემის არის და არა მხოლოდ ერთი დღე, ღირებულებით გვეცხოვროს ადამიანებო , ადამიანთა მოდგმის მოყვასის პატივისცემით ყოველდღე!“- წერს თაკო ჩარკვიანი.
ოჯახის სიწმინდის დღეაო. ჰოდა ვინც წელიწადის ყოველ დღეს პატივს სცემთ ოჯახს და დანარჩენ დღეებში “ხსნილი” არ გაქვთ ოჯახის…
Posted by Tako Charkviani on პარასკევი, 17 მაისი, 2024