LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვირუსების გავრცელების გამო, რუსთავის ბაგა-ბაღებში თავისუფალი დასწრება გამოცხადდა

Kindergarten, game room.

ვირუსების გავრცელების გამო, რუსთავის ბაგა-ბაღებში თავისუფალი დასწრება გამოცხადდა. ინფორმაციას ააიპ „რუსთავის საბავშვო ბაგა – ბაღების გაერთიანება“ ავრცელებს.

“15 იანვრამდე რუსთავის ბაგა-ბაღებში გამოცხადებულია თავისუფალი დასწრება. ასევე, თავისუფალი დასწრების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ 7 საპატიო გაცდენის უფლებით. იანვრის თვეში თავისუფალი დასწრების გაგრძელების საკითხი დამოკიდებულია ვირუსების გავრცელების დინამიკაზე.

დამატებით ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად მოგაწვდით,“ – აცხადებენ „რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებაში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g