LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვისთვის ვზღუდავთ ამას? საკუთარ თავებს ვიზღუდავთ ისევ და გლეხს ვაყენებთ მძიმე მდგომარეობაში“ –კალაძე რუსეთში პროდუქტის სანქცირებულ ექსპორტზე

126
კახა კალაძე

„ვისთვის ვზღუდავთ ამას? საკუთარ თავებს ვიზღუდავთ ისევ და გლეხს ვაყენებთ მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ ამასაც მიზანმიმართულად აკეთებენ, რომ ქვეყანა ეკონომიკურად დააზიანონ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე საუბრისას განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება სანქციებს „ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე არ უერთდება“.

„სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება იცით. ჩვენ არ და ვერ ვუერთდებით სანქციებს, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და ყოველთვის გვექნება ეს დამოკიდებულება.

„მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია“ - კახა კალაძე სერგეი ლავროვის განცხადებაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „ევროკავშირი არ მალავს განზრახვას, გაგვაძევოს ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან, ეს არ გამოვა“.

რა თქმა უნდა, ისეთ შემთხვევებში, როდესაც შეიძლება პრობლემა იყოს და საერთაშორისო დონეზე გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდეს, იქნება ეს სანქცირებულ კომპანიებთან თანამშრომლობა თუ ა.შ..

რა თქმა უნდა, აქ ყველანაირად ვთანამშრომლობთ და საქართველოს ხელისუფლებამ მადლობებიც კი მიიღო ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამის მიუხედავად, ქართული პროდუქციის რუსეთში გატანის შეზღუდვით მხოლოდ საქართველოს ეკონომიკა ზიანდება.

სერგეი ლავროვი – ევროკავშირი არ მალავს განზრახვას, გაგვაძევოს ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან, ეს არ გამოვა

„ტურისტი არ ჩამოვიდეს საქართველოში, ფული არ დახარჯოს და საქართველოში ნაწარმოები პროდუქტი არ გავიტანოთ თუნდაც რუსულ ბაზარზე – რატომ?!

ვისთვის ვზღუდავთ ამას? საკუთარ თავებს ვიზღუდავთ ისევ და გლეხს ვაყენებთ მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ ამასაც მიზანმიმართულად აკეთებენ, რომ ქვეყანა ეკონომიკურად დააზიანონ“. – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g