LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

VivaPay – ქართული უნივერსალური საგადასახადო პლატფორმა ექსპორტზე გავა

82

VivaPay- ქართული უნივერსალური საგადასახადო პლატფორმა ევროპის რამდენიმე ქვეყანასა და აფრიკის კონტინენტზე  ექსპორტზე გავა.

როგორც ”ფორტუნას” სტარტაპ VivaPay-ის ავტორმა, გიორგი ქეშელაშვილმა განუცხადა, საქართველოში საგადასახადო სისტემა, ასე თუ ისე განვითარებულია, და ეს პროდუქტი ქართული ბაზრისთვის არ შექმნილა.

”ჩვენთან თვითმოსმახურების აპარატები და ზოგადად სისტემა გამართულად მუშაობს და ამ თვალსაზრისით  წინ წასულები ვართ. მაშინ, როცა აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გადასახადების კუთხით დღემდე რთული სიტუაციაა და ხშირია ფინანსური დარღვევები. ისინი ამ მხრივ განვითარების იმ ეტაპზე არიან, რომელზეც საქართველო 10 წლის წინ იყო. ამიტომ, თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს 2 ევროპულ და ერთ  აფრიკულ  ქვეყანასთან”, – აღნიშნა  ქეშელაშვილმა. მისივე ინფორმაციით,  გაყიდვების სქემა სამნაირია – შეიძლება გაიყიდოს სერვისი, ან ლიცენზია,  ან გადაწყვეტილება – შემდგომი გადაყიდვის უფლების გარეშე.

როგორც VivaPay-ის ავტორმა აღნიშნა, პროექტზე მუშაობა 4 თვეა მიმდინარეობს. ამ დროისთვის საპარტნიორო ფონდთან ფორმალური საკითხები გვარდება.

”მოგეხსენებათ,  გავიმარჯვეთ ”სტარტაპ საქართველოს” ინოვაციურ კონკურსში. მიღებული თანხით პროექტის კიდევ უფრო განვითარებას ვგეგმავთ. ეს იქნება არამხოლოდ თვითმომსახურების აპარატი, მას დაემატება რამდენიმე კომპონენტი: ინტერნეტის,  მობილურისა და ანალიტიკის”, – განმარტა გიორგი ქეშელაშვილმა.

მისივე თქმით, ქართული უნივერსალური საგადასახადო პლატფორმა – VivaPay იმ ქვეყნების მოსახლეობას, სადაც პროექტი ექსპორტზე გავა, გადასახადების კუთხით არსებულ პრობლემებს მარტივად გადაუჭრის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები