LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ ბოჟაძე: „ვერანაირი სანქციები ბიძინა ივანიშვილს ვერ გადააფიქრებინებს, ღირსეულად ემსახუროს საკუთარ ქვეყანას“

140
ვლადიმერ ბოჟაძე და ბიძინა ივანიშვილი

„ვერანაირი სანქციები ბიძინა ივანიშვილს ვერ გადააფიქრებინებს ღირსეულად ემსახუროს საკუთარ ქვეყანას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე შესული წინადადების შეფასებისას განაცხადა და თქვა, რომ ეს გარკვეული პოლიტიკური დაკვეთაა, რომლის მიზანია, საქართველოს იმიჯი კიდევ ერთხელ შელახოს.

ბოჟაძის აზრით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლის განხორციელებაა:

„საქართველოს მოქალაქეებს კითხვები აქვთ არა მხოლოდ მიზეზებთან, რის გამო შეიძლება დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, ასევე იმ საკითხთან დაკავშირებით, რატომ არასდროს დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმა, ან რატომ არ უხსენებია 2012 წლამდე მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის ან ადეიშვილის, ან იმ სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლების დასანქცირება. რა თქმა უნდა, ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება.

„ქართული ოცნება“ – ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი

როდესაც სამართლის პრინციპზე ვლაპარაკობთ და როდესაც ადამიანს ბრალს უყენებ და არ აძლევ საშუალებას, თავი გაიმართლოს, მტკიცებულებები წარმოადგინოს, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია. აქაც ჩანს, რომ გარკვეული პოლიტიკური დაკვეთაა, რომლის მიზანია კიდევ ერთხელ შელახოს ჩვენი ქვეყნის იმიჯი და, რაც მთავარია, განახორციელონ ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე.

ეს პროცესი წლებია გრძელდება და ვერანაირი სანქციები ბიძინა ივანიშვილს ვერ გადააფიქრებინებს ღირსეულად ემსახუროს საკუთარ ქვეყანას. დარწმუნებული ვართ, თემთა პალატა, მიუხედავად კონკრეტული პოლიტიკოსების ინიციატივისა, ამას არ გაითვალისწინებს და არ მიიღებს“. – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

სალომე სამადაშვილი: „მე უახლოეს თვეებში, უახლოეს კვირებში ველოდები სანქციების რეჟიმის გლობალურად დამძიმებას რეჟიმის წინააღმდეგ… ივანიშვილის და მისი რეჟიმის წინააღმდეგ ფინანსური სანქციების დაწესება მოხდება უკვე ევროპაშიც, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g