LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ პუტინი: „სიამოვნებით შევხვდები ტრამპს… რუსეთსა და აშშ-ს შორის დიალოგისთვის შუამავლები საჭირო არ არიან“

150
ვლადიმერ პუტინი, დონალდ ტრამპი

„სიამოვნებით შევხვდები ტრამპს, მაგრამ ჯერ საჭიროა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების დამუშავების მიღწევა“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი მზად არის უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს, მაგრამ ტრამპთან უბრალოდ შეხვედრა საკმარისი არ არის, საჭიროა „ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების დამუშავების მიღწევა”.

ვოლოდიმირ ზელენსკი: „სამწუხაროდ, პრეზიდენტი ტრამპი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს“

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებითვე, რუსეთს არასდროს არ უთქვამს უარი ევროპასთან ან უკრაინასთან დიალოგზე, მათ თავად „შეწყვიტეს მოსკოვთან კონტაქტები“. მან აღნიშნა, რომ „სიამოვნებით შეხვდება ტრამპს“, მაგრამ შეხვედრა მომზადებული უნდა იყოს.

პუტინმა არ დააკონკრეტა როდის შეიძლება მსგავსი შეხვედრა შედგეს.

პუტინის თქმით, „რუსეთსა და აშშ-ს შორის დიალოგისთვის შუამავლები საჭირო არ არიან“. მან განაცხადა, რომ „ძალიან აფასებს“ საუდის არაბეთში ჩატარებული მოლაპარაკებების შედეგს და აღნიშნა, რომ აშშ-ის მხრიდან მოლაპარაკებებზე “სრულიად სხვა ხალხი” იყო – მიკერძოებისა და დაგმობის გარეშე.

დონალდ ტრამპი: „ვფიქრობ, პუტინს ომის შეწყვეტა სურს – ამას ვხედავ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g