LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმირ პუტინი: „ტრამპის ადმინისტრაცია საკმაოდ ენერგიულ და გულწრფელ ძალისხმევას იჩენს საომარი მოქმედებების შესაჩერებლად“

107
დონალდ ტრამპი & ვლადიმირ პუტინი

„დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად ენერგიულ ძალისხმევას იჩენს“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.

აღნიშნულის თაობაზე პუტინმა, ალასკაზე აშშ-თან დაგეგმილ სამიტამდე ერთი დღით ადრე რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე ისაუბრა:

დონალდ ტრამპი: „რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიების გაცვლა მოხდება“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს, ალასკაზე გაიმართება.

„როგორც ყველასთვის ცნობილია, ჩემი აზრით, ტრამპის ადმინისტრაცია საკმაოდ ენერგიულ და გულწრფელ ძალისხმევას იჩენს საომარი მოქმედებების შესაჩერებლად, კრიზისის დასასრულებლად და შეთანხმებების მისაღწევად, რაც ამ კონფლიქტში ჩართული ყველა მხარის ინტერესებში შედის“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

როგორც მანვე აღნიშნა, აშშ-თან კონტაქტების შემდეგი ეტაპი, შესაძლოა, სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების კონტროლის შესახებ შეთანხმების მიღწევა იყოს.

ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინმა დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ, რადგან ის წინა ომებს დაუსჯელად გადაურჩა, როგორც ბანდიტი, რომელსაც არასდროს არაფერზე მოუწია პასუხისგება – მოვუწოდებ ევროპას და დემოკრატ მეგობრებს, მხარი დაუჭირონ ტრიბუნალის შექმნას

„ამერიკის მოქმედი ადმინისტრაცია ენერგიულ ძალისხმევას იჩენს იმისთვის, რომ ხანგრძლივი მშვიდობის პირობები შეიქმნას როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის, ასევე ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში, თუ მომდევნო ეტაპზე სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების კონტროლის სფეროში შეთანხმებებს მივაღწევთ.“- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

⭕👇 CNN-ი ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ვლადიმირ პუტინთან…

Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on Thursday 14 August 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g