Volkswagen გერმანიაში მასობრივ შემცირებებს იწყებს. გაფიცვებისა და მოლაპარაკებების მთელი სერიის შემდეგ ავტო გიგანტმა პროფკავშირებთან შეთანხმებას მიაღწია. ბრენდი გერმანიაში დაახლოებით 35 ათასამდე თანამშრომელს გაათავისუფლებს, თუმცა დარჩენილებს მუშაობის სრულ გარანტიას მისცემს. საწარმოო სიმძლავრე 2030 წლისთვის წელიწადში 734 ათასი მანქანამდე შემცირდება. გარდა ამისა, იგეგმება გარკვეული ცვლილებები ქარხნებშიც: მაგალითად Golf-ის აწყობის სრულად მექსიკაში გადატანა.
პერსონალის შემცირება ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილ Volkswagen-ს ყოველწლიური ხარჯის 1,5 მილიარდი ევროთი შემცირების საშუალებას მისცემს. კომპანიის ექსპერტთა ვარაუდით, მიღებული გადაწყვეტილებების დამსახურებით ავტო გიგანტი 15 მილიარდ ევროს დაზოგავს. ეს კი Volkswagen-ს მომავალში მნიშვნელოვანი ინვესტიციების გაკეთების საშუალებას მისცემს.