LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-მა ახალი ელექტროქარის პროტოტიპი წარმოადგინა

26

Volkswagen-მა ახალი ელექტროქარის პროტოტიპი წარმოადგინა. თიზერში, რომელიც კომპანიამ გუშინ გაავრცელა, ელექტრო აგრეგატის მქონე მოდელია ნაჩვენები. ახალი ,,ლამაზმანის’’ პრეზენტაციაც პარიზის ავტოსალონში, სექტემბრის ბოლოს შედგება.

როგორც წარმომადგენლები გვამცნობენ, ელექტროქარი გაყიდვაში 2019 წლიდან გამოვა. ახალი მოდელი ზომით Golf-ის სტანდარტებს, ხოლო სალონით Passat-ის სერიას შეესაბამება.

 

ახალი მოდელის ბატარეებს სრულად დატენვის შემთხვევაში,  400-დამ 480 კმ-ის გავლა შეუძლია. Volkswagen-ის წარმომადგენლის მატიას მიულერის განცხადებით, ახალი მოდელი ენერგიის დაზოგვის ინოვაციურ სისტემას მიიღებს, რომელიც მისი ბატარეების სრულად გამოყენების მიუხედავად, სარეზერვო ენერგიას დაიტოვებს. ამ სისტემის წყალობით ავტომობილის გაუთვალისწინებელი შეჩერება გამორიცხულია.

კულუარული ინფორმაციით, 2025 წლისთვის კომპანია 30 ელექტროქარის გამოშვებას გეგმავს. ელექტრო აგრეგატის მქონე მოდელებზე კომპანიის მიერ გაკეთებული ორიენტირი გარემოს დაცვაზე მსოფლიოს გაძლიერებულმა ყურადღებამ გამოიწვია. Volkswagen-ი აღნიშნულ პროექტზე მუშაობას და 10 მილიარდამდე ევროს დაბანდებას აპირებს.