LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-მა გამოაქვეყნა თიზერი, სადაც მთავარ როლში – კურდღელია. შესაძლოა, ეს განსაკუთრებული Golf-ის მანიშნებელი იყოს

121
volkswagen

Volkswagen-მა გამოაქვეყნა უჩვეულო ვიდეო, სადაც კურდღელია ასახული. კადრებში არ არის არანაირი მინიშნება სიახლის შესახებ: თეთრი კურდღელი ზის და მის თავზე წარწერაა D-7. შესაძლოა, ეს გარკვეული მინიშნება იყოს, რამეთუ Volkswagen Rabbit მოდელი Golf-ის ისტორიული სახელია და კომპანია მის კონკრეტულ ვერსიაზე მუშაობდეს. თუმცა, დეტალებზე ჯერ-ჯერობით არავინ საუბრობს.

ტაბლოიდები ვარაუდობენ, რომ სექტემბრის თვეში Volkswagen უფრო მძლავრ Golf R-ს წარადგენს, მოდელს რომელიც ტესტირების დროს ჯერ კიდევ გასულ წელს დააფიქსირეს. მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია „განსაკუთრებულ“ ავტომობილზე მუშაობდა. ეს სიტყვა გამოიყენა Volkswagen-მა ერთ-ერთ ბოლო თიზერშიც.

კიდევ ერთი ვარაუდით, Golf შესაძლოა მექანიკური გადაცემათა კოლოფის გარეშე დარჩეს, რათა მავნე გამონაბოლქვი შეამციროს. ავტომატიზებულ გადამცემთან შედარებით ცვლილება მინიმალურია – მხოლოდ 2 გრამი კილომეტრიან გზაზე – თუმცა ის ძალიან მოქმედებს მწარმოებლის ზოგად მაჩვენებლებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები