LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-მა 20 ათას დოლარზე იაფიანი ელექტროქარი გამოუშვა

115
Volkswagen-მა 20 ათას დოლარზე იაფიანი ელექტროქარი გამოუშვა

კომპანია Volkswagen-მა დააანონსა იაფფასიანი ელექტროქარი, რომლის ფასიც 20 ათას დოლარამდე იქნება. ანონსთან ერთად ბრენდმა თიზერიც გამოაქვეყნა. მასზე ჰეტჩბეკის მუქი სილუეტი ჩანს, რომელიც ვიზუალურად ძალიან ჰგავს ID.3-ს.

„მწვანე“ ბიუჯეტურის პრემიერამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, მოდელის ბაზარზე გამოსვლა მხოლოდ 2027 წლისთვის იგეგმება. ამასთან, Volkswagen დარწმუნებულია, რომ ფასის შენარჩუნებას 20 ათასი ევროს ფარგლებში შეძლებს. ანონსში Volkswagen მთელ აქცენტს ხელმისაწვდომობაზე აკეთებს, რამეთუ ელექტროქარებისგან ბევრს სწორედ მაღალი ფასები აფრთხობს. ჰუმანური ფასების გარეშე „მწვანე“ მანქანების გავრცელება წარმოუდგენელია, დარწმუნებულია ბრენდის ხელმძღვანელი ტომას შეფერი. ამასთან, ის პირობას დებს რომ ტექნოლოგიებსა და ხარისხს გაიაფებასთან ერთად არაფერი დააკლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები