LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-ი ფინანსური კრიზისის გამო ოფისის თანამშრომლებს შეამცირებს

116
volkswagen

კომპანია Volkswagen-ი ადმინისტრაციულ თანამშრომელთა რაოდენობას 20%-ით შეამცირებს. სპეციალისტთა ინფორმაციით, ბრენდის ხელმძღვანელობას ოფისის პერსონალზე გამოყოფილი ხარჯების მოკლება სურს. ამასთან, კომპანიაში აზუსტებენ, რომ მასიურ გათავისუფლებებზე საუბარი ჯერ-ჯერობით არ არის.

ადმინისტრაციულ თანამშრომელთა შემცირებას კი Volkswagen-ი ასაკოვანი დასაქმებულების ნაადრევად პენსიაზე გაშვებით აპირებს. საოფისე შტატის შემცირების აუცილებლობა კომპანიაში დიდი ხნის წინ გაჩნდა. ხელმძღვანელობა იმასაც აზუსტებს, რომ თანამშრომელთა ნაკლებ რაოდენობას მეტი დავალების შესრულებაც არ მოუწევს.

კომპანია ყველაფერს აკეთებს რომ ფინანსური კრიზისიდან გამოვიდეს და ამისთვის საწარმოო ციკლსაც დააკორექტირებს. ფინანსურ კრიზისში კი Volkswagen-ი მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ევროპასა და ჩინეთში ძალიან ცოტა ავტომობილის გაყიდვა შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები