LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-მა ყველაზე დიდი ქროსოვერის წარმოება დაიწყო

74

კომპანია Volkswagen-მა სერიულ წარმოებაში შვიდადგილიანი ქროსოვერი სახელად Atlas ჩაუშვა. ავტომობილის აწყობა ტენესის შტატში, ქალაქ ჩატანუგას ქარხანაში მიმდინარეობს. გარდა აშშ-სა, სიახლის წარმოება რუსეთშიც დაიწყება. ქროსოვერის გაყიდვაში ჩაშვება 2017 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

Volkswagen Atlas კომპანიის არა მხოლოდ ყველაზე დიდი ქროსოვერი, არამედ ყველაზე დიდი ავტომობილია, რომელიც MQB-ის პლატფორმაზე ააწყვეს. ქროსოვერი გაბარიტებით Touareg-ს აჭარბებს – მისი სიგრძე ხუთ მეტრს აღემატება, სიგანე კი დაახლოებით ორი მეტრია.

გარეგნულად ავტომობილი კონცეპტ CrossBlue-ს გავს, თუმცა, პროტოტიპს ზომებში აღემატება. დიდმა ქროსოვერმა დიზაინერების მიერ მოფიქრებული დეტალების უმრავლესობა შეინარჩუნა. ავტომობილის უკანა მხარე ერთდრულად გვაგონებს როგორც ახალ Tiguan-ს, ისე რესტაილინგებულ Touareg-ს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები