Volkswagen-მა ყველაზე პატარა კროსოვერის ვიდეო გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, გერმანულმა ავტომწარმოებელმა შექმნა კომპაქტური კროსოვერი T-Roc, რომელიც თავისი წინამორბედებისგან ზომებით ძალიან განსხვავდება. სიახლის შესახებ ბევრი ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს და მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მისი გაბარიტული სიგრძე 4231 მილიმეტრია, სიმაღლე კი მხოლოდ – 100 მილიმეტრს აღწევს. ავტომობილის ძარა და სალონი ორ ფერში იქნება შესრულებული და ის ყველაზე დიდ კონკურენციას – Nissan Juke-ს, Mazda CX-3-სა და Renault Captur-ს გაუწევს.
აღსანიშნავია, რომ Volkswagen სიახლეს პირველად 23 აგვსიტოს წარმოადგენს და მისი გამოცდის საშუალება მსურველებს მხოლოდ სექტემბერში, ფრანკფურტის ავტო შოუზე ექნებათ.
https://youtu.be/eq5i9TuTvqM