LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen, Stellantis და სხვები დანაშაულებრივი შეთანხმებისთვის თითქმის ნახევარი მილიარდი ევროთი დააჯარიმეს

110
Volkswagen, Stellantis და სხვები დანაშაულებრივი შეთანხმებისთვის თითქმის ნახევარი მილიარდი ევროთი დააჯარიმეს

ევროკავშირმა 10-ზე მეტი ავტო კონცერნი დააჯარიმა და მიზეზი დანაშაულებრივ შეთანხმებაში მონაწილეობაა. ევრო-კომისიამ დიდი საავტომობილო კომპანიები საერთო ჯამში 458 მილიონი ევროთი დააჯარიმა და მიზეზი მანქანების უტილიზაციასთან დაკავშირებით თაღლითობაა. 15 წელზე მეტია რაც არსებობს კარტელი, რომელშიც Volkswagen, Stellantis, Ford, Honda, Kia და სხვები შედიოდნენ. ისინი ძველი ავტომობილების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მაქინაციებზე შეთანხმდნენ. კარტელში შედიოდა Mercedes-Benz-იც, თუმცა ინფორმაციის გამხელით მან ჯარიმას თავი დააღწია.

როგორც გაირკვა, ავტომწარმოებლები შეთანხმდნენ დაემალათ ინფორმაცია იმის შესახებ, ავტომობილის რომელი ნაწილია გადასამუშავებლად უკეთესი და ასევე არ გადაეხადათ იმ კომპანიებისთვის ვინც ძველი მანქანების უტილიზაციითაა დაკავებული. გარდა ამისა, ისინი შეთანხმდნენ რომ ერთმანეთთან კონკურენცია არ ჰქონოდათ რეკლამაში, რომელიც ნაწილების გადამუშავებას ეხებოდა.

საინტერესოა, რომ კარტელი ჯერ კიდევ 2017 წელს აღმოაჩინეს და იმ დროისთვის მას უკვე 15 წლიანი ისტორია ჰქონდა. ავტომწარმოებლების დაჯარიმება ცოტა ხნის წინ გადაწყვიტეს და ყველაზე მკაცრი სასჯელი Volkswagen-მა მიიღო, რომელსაც 127,69 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

Stellantis – 99,5 მილიონით, Renault-Nissan – 81,46 მილიონით, Ford კი 41,46 მილიონით დააჯარიმეს. სხვა დაჯარიმებულთა შორის არიან – Toyota, Mitsubishi, Honda, Hyundai, JLR, Mazda, General Motors, Suzuki და Volvo.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები