LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლსკი: ოპოზიციის ულტიმატუმს პრეზიდენტი შეუერთდა – არსებულ სიტუაციას ნამდვილად არ წაადგება

110
ვოლსკი და ზურაბიშვილი

„პრეზიდენტი ოპოზიციის ულტიმატუმს შეუერთდა“, – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ წევრი და პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე სესიის მოწვევაზე განკარგულების გამოცემის საკითხს ეხმაურება.

როგორც ვოლსკი ამბობ, მმართველი გუნდი იმ დღის წესრიგით და გრაფიკით გააგრძელებს ევროკავშირის 12 პუნქტთან დაკავშირებით მუშაობს, როგორც ეს გაწერილი ჰქონდათ.

„ბულინგის და ზეწოლის შედეგად არ ვაწერ ხელს – ახლა შესვენება არ არის გამართლებული“ – პრეზიდენტი განმარტავს, რატომ მოიწვია პარლამენტის რიგგარეშე სესია

„წარმოდგენილია 4 საკითხი, მათ შორის, მხოლოდ ერთია პირველი მოსმენით განხილული, ეს არის საარჩევნო ბარიერის საკითხი და ისიც კიდევ გადახედვას მოითხოვს მეორე მოსმენამდე, ანუ წინასწარ განხილვას კომიტეტის თუ დაინტერესებულო ექსპერტების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.

დანარჩენი საკითხები, რაც შეეხება გენერალური პროკურორის არჩევას, პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს, სასამართლო რეფორმას, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის საკითხს, ამას წინასწარი განხილვა არანაირად არ ჰქონია კომიტეტებში და საერთოდ ამ თემებთან მიმართებაში რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნა იყო ფაქტობრივად ულტიმატუმი, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ეს წინადადებები წინასწარი ყოველგვარი განხილვის გარეშე მიგვეღო და პირდაპირ რიგგარეშე სესიაზე. ამ ულტიმატუმს შეუერთდა პრეზიდენტი, რაც არასწორია სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც ნამდვილად არ წაადგება არსებულ სიტუაციას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

კითხვაზე, რიგგარეშე სესიის ფარგლებში ჩაატარებენ თუ არა კომიტეტებს და სხდომებს, ვოლსკი აცხადებს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება.

„რასაკვირველია არ შეიძლება ამის გაკეთება. იმიტომ კი არა, რომ ვიღაცას ჯინში ვუდგავართ, საკითხებს განხილვა სჭირდება. დასახელებულია ყველა თარიღი, რომლის ფარგლებში უნდა განვიხილოთ განვიხილოთ 12 – პუნქტიანი გეგმის ცალკეული საკითხები და მოვემზადოთ შესაბამისად.

შემდეგ უნდა გავიტანოთ ეს საკითხები პლენარულ სხდომაზე განსახილველად. ეს იმდენად ჩვეულებრივი პროცედურაა, რომ არ მეგონა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით პრეზიდენტი მიიღებდა გადაწყვეტილებას.“ – განაცხადა ვოლსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g