LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლსკი: საქართველო ნეიტრალიტეტზე საუბარს არ და ვერ დაიწყებს

90
volski

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველო ნეიტრალიტეტზე საუბარს არ და ვერ დაიწყებს, რადგან ქვეყანას საერთაშორისო კურსის გაძლიერებაში ბევრი ენერგია და ადამიანის სიცოცხლე აქვს ჩადებული.

მისი თქმით, ისეთი საკითხები, როგორიც ნატო -ში გაწევრიანება, რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოებაა, პარტნიორებთან ერთად უნდა გადაწყდეს.

“ნეიტრალიტეტის თემა საკმაოდ რთულია, რადგან უკრაინასთან დაკავშირებით ვხედავთ, პროცესები როგორ ვითარდება, რა პოზიცია უკავია ნატო-ს, თავად უკრაინას. ჩვენი და ნატო-ს ურთიერთობის საკმაოდ გრძელი ისტორიაა. არაერთხელ გვითქვამს, რომ ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა საერთაშორისო უსაფრთხოებას ნატო-სთან ერთად. საქართველო არის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის.

ამ თემასთან დაკავშირებით კრემლის მოთხოვნაზე საუბარი რელევანტური არ იქნება. იმ ქვეყნებთან ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ, ვისთანაც ვთანამშრომლობთ და ვისთან ერთადაც ბრძოლაში ამდენი წელი გამოვიარეთ და ვისთან ერთადაც ვაპირებთ მომავალში დგომას.

აქ მთავარი და გადამჭრელი ხელისუფლების პოზიცია არ არის, ჩვენს პარტნიორებს ჩვენთან ერთად საკმაოდ მნიშვნელოვანი განხილვა მართებთ ამ თემის. როცა ნატო-ს წევრობაზეა ლაპარაკი, რასაკვირველია, დიდი იმედი გვაქვს, ეს გზა ჩვენი ქვეყნისთვის იქნება უსაფრთხო, რადგან ჩვენს პარტნიორებს შესწევთ უნარი, უსაფრთხოება უზრუნველყონ ჩვენი ქვეყნისთვის.

შეიძლება, ნატო-ს წევრობის პროცესი დროში გაიწელოს, მაგრამ საერთაშორისო დონეზე პოზიცია ქვეყანამ არ უნდა შეცვალოს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კაჭკაჭიშვილი: ნატოს პოტენციური წევრობა უკეთესია თუ ე.წ. ნეიტრალიტეტი? რა თქმა უნდა, პოტენციური წევრობა, არავითარი ფარ-ხმლის დაყრა!

ნეიტრალიტეტი ჩვენთვის, დღეს და ახლა, ნიშნავს რუსეთში დაბრუნებას, განუვითარებლობას, მონობას – ჯაფარიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები