გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი შონ პენი თბილისშია.
ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას „მთავარი არხი“ ავრცელებს.
მედიაში გავრცელებული ცნობითვე, შონ პენი 10 ივნისს დახურავს ამბის თხრობის ფესტივალს – ZEG. საუბრის მთავარი თემა კი უკრაინაში მიმდინარე ომი და ოკუპაცია იქნება.
ZEG – 8 ივნისს Tbilisi Storytelling Festival იწყება
შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, შონ პენი უკრაინაში სამჯერ ჩავიდა.
მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საკუთარი ოსკარი გადასცა.
მსახიობმა უკრაინის მხარდაჭერა ღიად არაერთხელ დააფიქსირა.
ფოტო: მთავარი არხი