LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის” – ახალი კამპანია

1443
მე ვრჩები სახლში

დღეს სოციალურ ქსელში ახალი კამპანია გაჩნდა, სადაც ექიმები მოუწოდებენ მოქალაქეებს გადაუდებელი სიტუაციების გარდა, დარჩნენ შინ. კამპანიის ამსახველ ფოტოებს ქართველი ინტერნეტ-მომხმარებელი აქტიურად აზიარებს საკუთარ გვერდებზე.

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ამ დროისათვის ქვეყანაში განსაკუთრებული ზომებია მიღებული. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიზღუდა მიკროავტობუსების მოძრაობა, ვინაიდან აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება ვირუსის გავრცელების მაღალ რისკად მიიჩნევა.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში მოხვედრისაგან. სახელმწიფო და კერძო დაწესებულებები დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდნენ. დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი.

შეგახსენებთ, რომ ამ დროის მონაცემებით საქართველოში ახალი კორონავირუსის 38 შემთხვევა დადასტურდა. მათ შორის ერთი გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g