LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვრჩებით შეთანხმების ერთგული” – პარლამენტში სასამართლო რეფორმაზე მსჯელობენ

66
BeFunky-collage (3)

პარლამენტში სასამართლო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა იმართება.

შეხვედრაზე ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები შარლ მიშელის დოკუმენტსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე მსჯელობენ.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, ისინი შეთანხმების ერთგულები რჩებიან და იკრიბებიან, რათა ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად საკითხის განხილვა დროულად დაიწყონ:

“ჩვენ ვრჩებით ერთგული შეთანხმების, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხებია. ამიტომ ვიკრიბებით, რომ დროულად დავიწყოთ ამ საკითხის განხილვა კოლეგა ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად. რა თქმა უნდა, მიშელის დოკუმენტით ნაკისრი მოვალეობები სრულფასოვნად შესრულდება. დღეს არის პირველი საორგანიზაციო ხასიათის შეხვედრა, სადაც ჩვენ პოზიციებს გავცვლით. ვიმსჯელებთ მიშელის დოკუმენტში სასამართლო რეფორმის საკითხებზე.” – თქვა ანრი ოხანაშვილმა.

შეხვედრას “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც ესწრება.

magti 5g