LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვუთხარი, ყველაფერს ეშველება და დავლაგდებით–მეთქი“ – ესებუას პროცესზე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის ყოფილი უფროსი დაკითხეს 

140
Untitled design (12)

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ბადრი ესებუას საქმეზე დღეს მორიგი პროცესი გაიმართა.

დღეს პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს და ბრალდების მხარის მოწმეებს მოუსმინეს. პროცესზე დაკითხეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი ავთანდილ გალდავაც, რომელმაც თავდასხმის დროს, ბადრი ესებუას ნახევარი მილიონი დოლარი მიუტანა.

ვიდეო: როგორ გადასცემს ავთანდილ გალდავა თავდამსხმელს თანხას 

გამოკითხვის დროს, გალდავამ თავდასხმის დროს განვითარებული მოვლენები გაიხსენა:

„14:00- დან 15:00 საათამდე მორიგემ დამირეკა და მითხრა, რომ თავდასხმაა ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“, სადაც შენიღბული მოქალაქე ავტომატით შევიდა და გასროლა მოახდინა.

დაუყოვნებლივ გამოვედი სამუშაო ოთახიდან და შემთხვევის ადგილისკენ წავედი. ჩემს მოადგილეებსაც ვუთხარი, რომ მოსულიყვნენ და მობილიზება გაეკეთებინათ, პარალელურად ხელმძღვანელობაშიც დავრეკე.

სანამ ადგილამდე მივიდოდი, ჩემს ტელეფონზე უამრავი ზარი განხორციელდა – როგორც ჟურნალისტების, ასევე თანამშრომელთა მხრიდან. მათი თქმით, ბანკში შეჭრილი პირი აცხადებდა, რომ დაეკავშირებინათ ვინმე მაღალჩინოსანთან, ვისთანაც დალაპარაკებას შეძლებდა.

112-ზე რამდენიმე ზარი განხორციელდა, მოქალაქეები ითხოვდნენ, გამოსულიყო ვინმე მაღალჩინოსანი დამნაშავესთან კონტაქტზე, რადგან ეს მისი სურვილი იყო.

მაქსიმალურად გამოვიძახე ყველა დანაყოფი. ვთხოვე საპატრულოს ხელმძღვანელობას, ყველა ჯგუფი ჩაეხსნა და გამოეშვა, რადგან პერიმეტრის დაცვა იყო საჭირო.

ტერიტორია ლენტით შემოვსაზღვრეთ. თავდაპირველად ყველაფერი ფორსმაჟორულ მდგომარეობაში ხდებოდა, თუმცა მერე მივიღე ხელმძღვანელობისგან თანხმობა, რომ დამერეკა და მეკითხა, რას ითხოვდა ბანკში შეჭრილი პირი.

ბანკის შენობასთან მისვლიდან, დაახლოებით, 20-40 წუთში მასთან კონტაქტზე გავედი“, – განაცხადა ავთანდილ გალდავამ.

დღევანდელ პროცესზე გალდავამ ბადრი ესებუასთან საუბრის დეტალებიც გაიხსენა:

„ვლადიმერ ბორცვაძესთან [შს მინისტრის მოადგილე] შეთანხმებით მოხდა, რომ ბანკში შეჭრილ პირთან კონტაქტზე მე უნდა გავსულიყავი.

112 -ში ზარები იყო შესული და მორიგეს ვთხოვე, ნომერი მოეწოდებინა. დავრეკე, თავდაპირველად ქალბატონმა მიპასუხა, საკმაოდ ემოციური იყო, ტიროდა, შველას ითხოვდა. ვუთხარი, რომ შენობიდან მათი უსაფრთხოდ გაყვანის მიზნით მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებდით.

ვთხოვე, დამლაპარაკებოდა პირი, რომელიც მაღალჩინოსანთან კონტაქტს ითხოვდა, ვუთხარი ვინც ვიყავი და ისიც დავძინე, თუ ჩემზე უფრო მაღალი რანგის ადამიანთან უნდა საუბარი, გვითხრას. ამ ქალბატონის საშუალებით ბანკში შეჭრილ პირთან კონტაქტის დამყარება ვერ შევძელი და 112-ის მორიგეს ვთხოვე, სხვა ნომრით დამხმარებოდა.

მომაწოდეს ნომერი, მამაკაცი აღმოჩნდა და მანაც იგივე მითხრა, რომ მას მაღალჩინოსანთან უნდოდა საუბარი. პირადად არ დამელაპარაკა ბანკში შეჭრილი დამნაშავე, თუმცა ვისაც ვესაუბრებოდი, მან მითხრა, რომ 500 ათას აშშ დოლარს ითხოვდა და დანარჩენ მითითებებს შემდეგ გასცემდა.

პირდაპირ მასთან მინდოდა დაკავშირება და ვთხოვე, ტელეფონი ხმამაღალ რეჟიმზე ჩაერთო – დამნაშავეს ვკითხე, ვინ იყო და რას ითხოვდა. მითხრა, „მოიტანეთ სასწრაფოდ 500 ათასი აშშ დოლარი, ასევე მოიყვანე ვერტმფრენი, რომ აქედან შევძლო მშვიდად წასვლა, მანამდე აქედან ერთი მძევალიც კი ვერ შეძლებს გასვლასო“.

თანხაზე იმ წუთს არაფერი მითქვამს და ვუთხარი, „ამას ყველაფერს ეშველება და დავლაგდებით“. პირველ რიგში, შენ გადმოდგი ნაბიჯი და მძევლები გამოუშვი-მეთქი“, – თქვა ავთანდილ გალდავამ სასამართლო პროცესზე.

ცნობისათვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა 8 თებერვალს გამთენიისას სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს.

ბადრი ესებუა „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე აიყვანა, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, 500 ათასი დოლარის მიღების შემდეგ კი გაქცევა მოახერხა.

ამავე თემაზე:

„ისე აგიდგათ თქვენ გვერდები“ – ბადრი ესებუა მოწმე პოლიციელს 

პოლიციელი: ბადრი ესებუამ დაკავების შემდეგ გასაუბრებისას თქვა, რომ ბანკი მან დააყაჩაღა – ვკითხეთ, სად არის თანხა, გაიცინა, თქვა, ნახევარი დავხარჯეო

43 დაზარალებულია და მათგან არცერთი არ უთითებს, რომ ბადრი ესებუამ ჩაიდინა დანაშაული – ეს სახელმწიფოს მოსაზრებაა… მტკიცებულება არ არსებობს: ალექსანდრე კობაიძე

„ჩემი ოჯახის წევრებისთვის ფულადი თანხა ან სხვა რაიმე საჩუქარი არ გაუკეთებია“ – რას ამბობს მოწმე, რომლის სახლშიც ბადრი ესებუა დააკავეს

რა რეაქცია ჰქონდა ბადრი ესებუას, როდესაც შენიშნა, რომ კამერა უღებდა

„ჩემი თხოვნა იქნება, არ აწვალოთ ეს ადამიანი, ძალიან ცუდ დღეშია..“ – რა თქვა ბადრი ესებუამ პროცესზე და რა შუამდგომლობა დააყენა პროკურორმა

ფოტო სლაიდზე: IPN
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g