LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვწუხვარ და ვიზიარებ სრულიად საქართველოს გულისტკივილს, ქალბატონმა ლიანამ უდიდესი წვლილი შეიტანა მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და ქართული კულტურის პოპულარიზაციაში“ – კახა კალაძე ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

126
კახა კალაძე

მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინის, ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე მწუხარებას გამოთქვამს.

„ქალბატონი ლიანა ბრწყინვალე ტალანტით სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა“ – ირაკლი კობახიძე ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

კახა კალაძე სამძიმრის წერილს სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს:

„გარდაიცვალა მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსი, თანამედროვეობის გამორჩეული მევიოლინე, თბილისის საპატიო მოქალაქე ლიანა ისაკაძე.

ქალბატონი ლიანა იყო ქართული კულტურისა და ხელოვნების დიდი ქომაგი. მან უდიდესი წვლილი შეიტანა მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და ქართული კულტურის პოპულარიზაციაში.

ვწუხვარ და ვიზიარებ ლიანა ისაკაძის ოჯახის, მუსიკალური საზოგადოების და სრულიად საქართველოს გულისტკივილს“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

გარდაიცვალა მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსი, თანამედროვეობის გამორჩეული მევიოლინე, თბილისის საპატიო მოქალაქე ლიანა ისაკაძე….

Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on პარასკევი, 05 ივლისი, 2024

„მადლობა და აპლოდისმენტები თითოეული ბგერისთვის, რომლითაც დედამიწას ჩვენი ქვეყანა გააცანით… დიდი ადამიანი და მუსიკოსი, ენერგიის ბორბალი მუსიკაში… სულ იქნებით“ – მსმენელი ვირტუოზ მევიოლინე ლიანა ისაკაძეს ემშვიდობება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები