LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წაქცეული კაცისთვის ფეხის დაბიჯებას არ დავიწყებ, ეყოს ვაჟკაცობა, იცის უკვე შვილის მონატრება რა არის.. ისაუბროს სიმართლე თემირლანზე..“ – მაჩალიკაშვილი გოგაშვილს მიმართავს

1231
Untitled design

თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერიდან სუსის ყოფილ მაღალჩინოსანს, დაკავებულ სოსო გოგაშვილს მიმართა.

მაჩალიკაშვილი მოუწოდებს გოგაშვილს, ტყუილები მოინანიოს და მხოლოდ სიმართლე ისაუბროს თემირლანის საქმეზე.

“ის, რაც გოგაშვილმა იმ ღამით იწვნია, იმ სისასტიკის გემო, დღევანდელი მახინჯი სისტემისგან, მე და ჩემს ოჯახს ბევრჯერ მეტად გვქონდა გავლილი. იმ ღამეს იქნა მოკლული ჩემი ერთადერთი ვაჟი – თემირლანი.

 სადღაც მეტკინა, მართლაც. იმიტომ, რომ ის მანდილოსანია, პატარა ბავშვია და რასაც ვუყურებდით, ეს ნორმალური ადამიანისთვის მისაღები არ იყო.

უკვე წაქცეულ, დაქცეულ კაცზე ფეხებით დაბიჯებას და მასზე წიხლებით გავლა მე ღირსეულ სვლად არ მიმაჩნია.

ვისურვებდი თემირლანის საქმეზე ყოფილიყო დაკავებული…

აქედან მივმართავ, დღეს ციხეშია, მან იცის უკვე შვილის მონატრება რა არის. საუბრობს თავის პეტრეზე. ის ცოცხალია, მისი შვილები ცოცხლები არიან. მე ერთი ვაჟი მყავდა და არ მყავს და აქ დაფიქრდეს, რას ნიშნავს შვილის მონატრება, რას ნიშნავს შვილის სიყვარული და ისაუბროს თემირლანზე, თუ მას პატარა კაცობა მაინც შერჩენია.

ხომ იძახდა – ერთ-ერთი განცხადებაა მისი გაკეთებული – “მე ვაჟკაცობით მაჩალიკაშვილს არ ჩამოვუვარდები, ის თუ ვაინახია, მე ქიზიყელი ვარ. როგორც ის მიწოდებს, მე თერლოევი, არ ვარ ქართული გვარის ღირსი, მე საპასუხო არაფერი არ მაქვს მისთვის. წაქცეული კაცისთვის ფეხის დაბიჯებას არ დავიწყებ.

მე ქართული გვარი მაქვს, საქართველოში ვარ დაბადებული და გაზრდილი. ვამაყობ ამით. მაგრამ, თვითონ როგორც იძახდა, მას თუ შერჩენია ვაჟკაცობა, ისაუბროს სიმართლე თემირლანის ნაწილში.

ისე ტყუილები კი არა, როგორც მან გააკეთა განცხადება, ჩატაევი დაუკავშირდა თემირლანს თბილისში, თბილისიდან მისი შვილი თემირლანი დაუკავშირდა ვახას, რომ ის შემოდის. აი ეს იყო ტყუილი, რამაც მთელი საქართველოს ნახევარზე მეტი საზოგადოება, ასე ვთქვათ, დააჯერა. ეს იყო დიდი ტყუილი. ასეთი ინფორმაცია მას ბევრი აქვს გავრცელებული, მოინანიოს ტყუილები და ისაუბროს სიმართლე. მოვუწოდებ მას”, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილს მიაჩნია, რომ სოსო გოგაშვილმა სასჯელი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე უნდა მოიხადოს

სოსო გოგაშვილის განცხადებით მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის სიცოცხლე რისკის ქვეშ არის

კადრებს ვუყურებდი, სადღაც გულის სიღრმეში მეტკინა კიდეც, ქალებს, ბავშვებს რომ ასე ექცეოდნენ – მაჩალიკაშილი გოგაშილის დაკავებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები