LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წარმოგვიდგენია, კაილი ჯენერი რა დღეში ჩავარდა ამ კადრების ნახვისას“ – 52 წლის გვინეტ პელტროუ აცხადებს, რომ 29 წლის ტიმოთი შალამესთან ბევრი სექსი აქვს – მედიაში ცხელი ვიდეო ვრცელდება

622
page

გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ ოსკაროსანი მსახიობი, გვინეტ პეტროუ და „ოსკარის“ ნომინანტი, ტიმოთი შალამე ჯოშ საფდის ფილმში, Marty Supreme გაერთიანდნენ. გადაღებები უკვე აქტიურ ფაზაშია შესული და პერიოდულად გადასაღები მოედნიდან კადრები ვრცელდება.

ახალი ტანდემი – გვინეტ პელტროუ და ტიმოთი შალამე ახალ ფილმში ერთიანდებიან

ცოტა ხნის წინ, 52 წლის გვინეტმა ფილმზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მას სასცენო პარტნიორთან, ტიმოთი შალმესთან ბევრი სექსი და პიკანტური სცენა აქვს. მან ასევე აღიარა, რომ შალამე მისი ქალიშვილის, ეფლ მარტინის ფავორიტი მსახიობია და ის მას „ქრაშავს“.

ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ცხელ ფოტო/ვიდეო მასალას უამრავი კომენტარი მოჰყვა.

„კაილის რისხვის გეშინოდეს გვინეტ!“, „წარმოგვიდგენია, კაილი ჯენერი რა დღეში ჩავარდა ამ კადრების ნახვისას“, „კაილი ტიმოთის ყველა სასცენო პარტნიორზე ეჭვიანობს“.

მოგეხსენებათ, ტიმოთი შალამეს მეგობარი გოგო, კაილი ჯენერი ძალიან ეჭვიანია. ამის შესახებ არაერთი ინფორმაცია გავრცელებულა. ინსაიდერების ცნობით, ჯენერმა შალამეს სოციალური ქსელების პაროლები გამოართვა და ტელეფონზე დაუყენა მოწყობილობა, რომელიც მას 24 საათის განმავლობაში აწვდის ინფორმაციას, თუ რა ლოკაციაზე იმყოფება მისის შეყვარებული.

„ის ეჭვიანი, ქედმაღალი და ზედმეტად გადაპრანჭულია ტიმოთისთვის, მან კაილის გამო უკვე არაერთი მეგობარი დაკარგა“ – ახალი დეტალები წყვილის შესახებ

„ვის დააჯდა სიკვდილის ბუზი?“ – დემი მურის, ტიმოთი შალამესა და კაილი ჯენერის ვიდეო ვირუსულად ვრცელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები