წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გია ხარჩილავას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე ეხმაურება.
იზა ომაძე მწუხარებას გამოხატავს და ხარჩილავას გაწეული თანადგომისთვის მადლობას უხდის.
„ჩვენი მოქალაქეობაი ცათა შინა არს“ –
ხო და ზეცას წავიდა ჩვენი ქვეყნის, კუთხის, წალენჯიხის ღირსეული მოქალაქე
წავიდა ალალი და მართალი, მებრძოლი და ბობოქარი გულით…
ძალიან წუხს ჩვენი ოჯახი ქალბატონო ვარო კვარაცხელია. გიასთან ერთად თქვენც გვეფიქრებით, გვეცოდებით გაუსაძლისი ტკივილისთვის..
მადლობას გეტყვით გია ხარჩილავა თანადგომისთვის, თანაგრძნობისთვის და თითოეული აგურისთვის რაც ჩემი ნიკოს სახელს დააშენე
ნათელში იყავი ნათელო ადამიანო!
ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას
გისამძიმრებთ წალენჯიხა,“ – წერს იზა ომაძე.
წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა