დიდუბეში არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, 3 არასრულწლოვანი დაჭრეს.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ წერეთლის გამზირზე მოხდა.
ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 109-19 მუხლებით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობასა და განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.
რა გახდა მოზარდებს შორის დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.