WhatsApp-მა აპლიკაციას ახალი, View Once ფუნქცია დაუმატა, ეს იმას ნიშნავს, რომ გაგზავნილი ფოტოს ან ვიდეოს ნახვის შემდეგ, ისინი „ჩათიდან“ ავტომატურად გაქრება.
როცა ფოტოს ან ვიდეოს გააგზავნით, გაგზავნის ღილაკის მარცხნივ გამოჩნდება „1“. მასზე დაწოლის შემდეგ ფოტოები ისე გაიგზავნება, რომ ადრესატი მის ნახვას მხოლოდ ერთხელ შეძლებს.