„ჯანმოს ევროპის რეგიონში ჩვენ ამ საუკუნის ყველაზე საშინელი სტიქიური უბედურების მოწმეები ვართ. ჩვენ ჯერ კიდევ შევისწავლით მის შედეგებს. შედეგების გამოსწორებას და ადამიანთა განკურნებას დრო და ფენომენალური ძალისხმევა დასჭირდება“, – ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორმა, ჰანს კლუგემ ორგანიზაციის წევრებთან აუდიო კონფერენციის დროს განაცხადა.
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 37 000-ს გადააჭარბა
კლუგემ თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, ინფექციური დაავადებების გავრცელების შესაძლო საფრთხეზე ისაუბრა.
ამასთან, თურქეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლმა, ბათირ ბერდიკლიჩევმა თქვა, რომ სტიქიური უბედურების ზონაში წყლის და კანალიზაციის საკომუნიკაციო ქსელები სერიოზულად არის დაზიანებული.
„ამ საშინელი ტრაგედიიდან ერთ კვირაზე მეტი გავიდა, უფრო და უფრო იზრდება შეშფოთება ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა სიცივე, ჰიგიენა და სანიტარია და ინფექციური დაავადებების გავრცელება – განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან დაუცველი ადამიანები.
თურქეთში დაახლოებით, 1 მილიონი ადამიანი დარჩა სახლის გარეშე და ისინი დროებით თავშესაფარში ცხობრობენ.
თურქეთის ხელისუფლების ცნობით, დაახლოებით 80 000 ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება, რაც იწვევს ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვას.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 43 მილიონი დოლარი მიმართა სირიასა და თურქეთში მიწისძვრით დაზარალებული რეაგირების მხარდასაჭერად, მაგრამ ველით, რომ ეს მინიმუმ გაორმაგდება უახლოეს დღეებში“, – განაცხადა კლუგემ.
მისივე განცხადებით, ჯანმომ დაიწყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მობილიზება და საგანგებო სიტუაციების ფონდიდან მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად 16 მილიონი დოლარი გამოყო.
თურქეთში ნანგრევებში 32 წლის ხელბურთელი ჯემალ კუტაჰია და მისი 5 წლის შვილი გარდაცვლილი იპოვეს
ვიდეო: მაშველებმა თურქეთში ნანგრევებიდან სამი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს
ცნობისათვის, თურქეთსა და სირიაში პირველი დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა. მას შემდეგ ძლიერი მიწისძვრა კიდევ რამდენჯერმე განმეორდა.
ბოლო ცნობებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 41 000-ს გადააჭარბა.
თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში 35 418 ადამიანი დაიღუპა. სირიაში კი გარდაცვლილთა რიცხვი 5 800-ზე მეტია.
დამანგრეველ მიწისძვრას ემსხვერპლა თურქეთში მყოფი საქართველოს 5 მოქალაქე.