„ჩვენი შვილები იამაყებენ [იმით], რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ“, – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ დეპუტატმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს მიმართა.
პარლამენტის სხდომაზე, სადაც „გამჭვირვალობის“ შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს საკითხს განიხილავენ, წილოსანმა მსხილაძეს ამორალური უწოდა:
„წარმოუდგენლად ამორალური ადამიანი ბრძანდებით. ჩვენი შვილები იამაყებენ [იმით], რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ და ჩვენი ქვეყანა იამაყებს თავისი სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის.
„ვერაფრით დავაკავშირე ბუჩა კანონთან, თქვენ გითქვამთ უჩას კადრები – მერე უჩა საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო“ – მსხილაძე წილოსანს
„რათ გინდათ უცხო ძალის წარმომადგენლისგან პასუხი?“
აი, თქვენ და თქვენი უფროსი სად იქნებით, ისტორიის ფურცლებზე, აი მაგას დაგანახებთ. აქ შევხვდებით, თუ არ გაიქცევით ქვეყნის გარეთ“. – მიმართა წილოსანმა გიორგი მსხილაძეს.