LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინ დაუვიწყარი სანახაობა გველოდება – „ბოჰემური რაფსოდიის მეორე ნაწილი მუშაობის პროცესშია“ – ბრაიან მეი

134
Untitledrr

ლეგენდარული ჯგუფის, Queen-ის გიტარისტმა, ბრაიან მეიმ სადებიუტო სოლო ალბომის, Back to the Light განახლებული ვერსიის გავრცელებასთან დაკავშირებით გამოცემა „გარდიანს“ ინტერვიუ მისცა. 74 წლის არტისტმა გაიხსენა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ბოჰემური რაფსოდიის“ მეორე ნაწილზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

„ჩვენ უამრავ ენერგიას და სიყვარულს ვდებთ ახალ ნაწილში, მას საოცრად საინტერესო სცენარი ექნება“, – აცხადებს მეი.

ცნობისთვის, „ბოჰემური რაფსოდია“, სადაც ფრედი მერკურის როლს რამი მალეკი ასრულებს, 2018 წელს გამოვიდა, ფილმმა „ოსკარის“ 4 ჯილდო მოიპოვა.

სავარაუდოდ ლეგენდარული ჯგუფის შესახებ გადაღებულ მორიგ ფილმში სამსახიობო „ქასთი“ იგივე შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი.

ოქროს გლობუსი 2019-ის გამარჯვებულები – „ბოჰემურმა რაფსოდიამ“ „ოქროს გლობუსი“ მიიღო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები