ნიუ-იორკის მოქმედი მერი, „დემოკრატი“, ბილ დე ბლაზიო, გუშინ გამართულ არჩევნებზე მეორე ვადით აირჩიეს. ამის შესახებ The Washington Post იუწყება.
ბიულეტენების 90%-ის დათვლის შემდეგ მოქმედმა მერმა, ბილ დე ბლაზიომ, არჩევნებში მონაწილეთა ხმების 65,3% მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა, „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატმა, ნიკოლ მალიოტაკისმა, კი – 28,9%.
ბილ დე ბლაზიო ნიუ-იორკის მერი 2013 წელს გახდა.
წინასაარჩევნო კამპანიისას ბილ დე ბლაზიო აცხადებდა, რომ მისი ქმედებები ეწინააღმდეგება იმას თუ რისი გაკეთება სურს პრეზიდენტ ტრამპს.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი ნიუ-იორკელია. მან აზიის ტურნეში გამგზავრებამდე მერის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. თეთრ სახლს არ დაუზუსტებია, ვის მისცა ხმა დონალდ ტრამპმა.