პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ანა წითლიძესა და „ხალხის ძალის“ წევრს გურამ მაჭარაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება დეპუტატებს შორის ენმ-ის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ცემასა და ამ ძალადობაზე შეფასებას მოჰყვა:
გასულ ღამეს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე შსს-მ 63 პირი დააკავა
ფოტო: ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ნაცემია
,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ნაცემია.
„შე ნაბიჭვარო. შე პრორუსო, განახებ აქ როგორ ივლი“, – მიმართა ანა წითლიძემ გურამ მაჭარაშვილს.
მაჭარაშვილმა წითლიძეს საპასუხოდ მოღალატე უწოდა.
“ისტორიაში შეხვალ როგორც მოღალატე“, – მიმართა მაჭარაშვილმა წითლიძეს.
ანა წითლიძე და გურამ მაჭარაშვილი ერთმანეთს პარლამენტში დაუპირისპირდნენ
Posted by Formula • ფორმულა on Wednesday 1 May 2024