ცნობილია, რომ მონაკოს პრინცის, ალბერისა და მისი მეუღლის, შარლენის ურთიერთობაში დიდი ბზარი გაჩნდა. შარლენი სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ოჯახში, იქამდე ის თითქმის ერთი წლის მანძილზე, გაუჩინარებულად ითვლებოდა. მოგვიანებით მედიაში წერდნენ, რომ ალბერმა მეუღლესთან შეთანხმებას მიაღწია. პრინცესა მეუღლეს დათანხმდა, სოლიდური თანხის სანაცვლოდ მასთან ერთად საჯაროდ გამოსულიყო და სახლიდან წასვლაზე უარი ეთქვა.
ამჯერად მეუღლეები, შვილებთან ერთად ოსლოში იმყოფებოდნენ, სადაც ნორვეგიის პრინცს შეხვდნენ. მედიის ყურადღება მიიქცია ალბერისა და შარლენის საჯარო კოცნამ, რომელიც მედიაში ,,წლის ფეიკი” უწოდეს. დასავლური გამოცემები წერენ, რომ მსგავსი მოწყენილი სახეებით დადგმული სცენა, უბრალოდ სასაცილოა.