LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წნელისთან პოლიციის ბლოკ – პოსტს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებაც განათავსებს” – ანატოლი ბიბილოვი

119
ბიბილოვი

ოსური მხარის გადაწყვეტილება ადგილობრივების უსაფრთხოების დაცვის საბაბით  – სამხრეთ ოსეთის ე. წ. პრეზიდენი ამბობს, რომ სოფელ წნელისთან პოლიციის ბლოკ-პოსტს თავადაც განათავდებენ. 

პასუხი ოსური მხარის ულტიმატუმს: „ბლოკპოსტის დაშლის საკითხი არც კი განიხილება"

ერგნეთში შეხვედრის ჩაშლის შემდეგ, ოსურმა მხარემ საქართველოს შემოუთვალა, რომ პარასკევის დილის 6 საათამდე სოფელ წნელისის მიმდებარედ განთავსებული საგუშაგო აიღოს.

„სამხრეთ ოსეთის პოზიცია უცვლელი რჩება – ქართულმა მხარემ უნდა აიღოს თავისი პოსტი. ტექნიკური შეხვედრა დამთავრდა, საერთო აზრამდე ჯერ ვერ მივედით. მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში გაგრძელდება. უშიშროების კომიტეტს დაევალა პოსტის დაყენება, რომ ხალხმა ამ სოფელში თავი დაცულად იგრძნოს“;-  განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

ის მოლაპარაკებების ადგილზე თავადაც მივიდა და სოფელ წნელის მოსახლეობას შეხვდა.

შეგახსენებთ, ოსური მხარე იქ არსებული საგუშაგოს აღებას ითხოვს, რის საპასუხოდაც საქართველოს საგარეო უწყება აცხადებს, რომ პოსტი ადგილზე დარჩება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g