LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წონის დაკლების 5 ყველაზე ეფექტური მეთოდი

189

მსოფლიო დიეტოლოგების მტკიცებით, თანამედროვე სამყაროში ყოველი მეექვსე ადამიანი იტანჯება ზედმეტი კილოგრამებით, ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ შეკითხვა: „როგორ დავიკლოთ წონაში?“ დღეს ასე აქტუალურია. გთავაზობთ ფიზიკური აქტივობის და ჭარბ წონასთან ბრძოლის რამდენიმე ყველაზე ეფექტურ მეთოდს.

* ველოსპორტი

ველოსიპედი ის ტრანსპორტია, რომლითაც სეირნობაც სასიამოვნოა და ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა, რადგან ველოსიპედით მგზავრობასას, პრაქტიკულად ყველა კუნთი მუშაობს. ველოსეირნობა უკეთესია დაიწყოთ მოკლე დისტანციით, დროთა განმავლობაში კი, აირჩიეთ ახალი, შედარებით გრძელი მარშრუტები და გაზარდეთ დატვირთვა.

Bike

* აღმართზე სირბილი

აღმართზე სირბილით თქვენ სწრაფადა დაიკლებთ წონაში და დიდი ხნით შეინარჩუნებთ იდეალურ ფორმას. სირბილის წინ საჭიროა 15 წუთიანი მოთელვითი ვარჯიშის ჩატარება, რათა ტონუსში მოიყვანოთ ყველა კუნთი. უკეთესია ივარჯიშოთ სუფთა ჰაერზე, თუმცა დადებითი შედეგის მიღება სპორტულ დარბაზში, სარბენ ბილიკზეც თავისუფლად შეიძლება.

1760_2

 

* ვარჯიშები ჰანტელებით

ჰანტელებით ვარჯიში საგრძნობლად ამცირებს ცხიმს ორგანიზმში. ივარჯიშეთ კვირაში 4-ჯერ, დილას და საღამოს მაქსიმუმ 10 წუთი და ძალიან მალე იგრძნობთ სასიკეთო ცვლილებებს.

79bcc805ab097f96ea6671c84df744c8d4402ce2343369f905cd067226bc44f7

* ცურვა

ცურვას იმდენიმე კალორიის დაწვა შეუძლია, რამდენიც სირბილსა და ალპინიზმს, ამიტომ ის პირველ რიგში მათთვისაა რეკომენდირებული, ვისაც სწრაფად უნდა წონაში დაკლება, რადგან დღეში 35-45 წუთი ცურვა აუმჯობესესბს ადამიანის ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს კალორიების სწრაფად დაწვას.

1-16

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები