LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანი სააკაშვილზე: „ნორვეგიის პარტია აჯილდოებს სადისტს.. სამარცხვინოა, კრიმინალს აჯილდოებენ, როგორც მშვიდობის მტრედს“

177
Untitled design

„არც ვიცით ხოლმე, რა უნდა ვთქვათ, როდესაც სიცრუეს ასაღებენ სიმართლედ და კრიმინალს აჯილდოებენ, როგორც მშვიდობის მტრედს. ეს, უბრალოდ, სამარცხვინოა“, – ასე აფასებს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის გადაცემულ ნორვეგიულ ჯილდოს კულტურის მინისტრი, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„დაახლოებით იგივეა, რომელიღაც ქვეყანამ ბრეივიკს ჯილდო რომ მისცეს“ – ღარიბაშვილი სააკაშვილისთვის დემოკრატიის პრიზის გადაცემაზე 

თეა წულუკიანის თქმით, „სიმართლის მტკიცება ძალიან რთული გახდა“.

„ჩვენ ხშირად ვხედავთ და ასევე გვესმის, რომ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც და მსოფლიოში, უფრო ფართო პრობლემა არის ის, რომ ხანდახან შავზე თეთრს ამბობენ.

სიმართლის მტკიცება გახდა ძალიან რთული. სამწუხაროდ, ხშირად ტყუილი პრივალირებს ჭეშმარიტებაზე, პრიორიტეტი ენიჭება სიცრუეს, ნაცვლად სიმართლისა. როგორც ჩანს, ეს არის იმ ეპოქის მახასიათებელი, რომელშიც ჩვენ, ყველა ერთად ვცხოვრობთ. ჩემი აზრით, ამის გამოძახილი უნდა იყოს სწორედ ის, რომ კრიმინალს, სადისტს, ადამიანის უფლებების დამრღვევს, რომლის საქმიანობის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გაუჩერებლად გამოაქვს და გამოაქვს გადაწყვეტილებები, ევროპული სასამართლო ამბობს, რომ სააკაშვილის დროს მისი ხელშეწყობით, მონაწილეობით, ხშირად მისი გადაწყვეტილებების საფუძველზე სისტემური დანაშაულები ხდებოდა, ნორვეგიის ერთ-ერთი პარტია აჯილდოებს იმისთვის, რისი საწინააღმდეგო ქმედებითაც იყო ცნობილი ჩვენს ერსა და ხალხში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიელი პოლიტიკოსის შურ ლინდერბრექეს პრიზი გადაეცა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, დიდი პატივია ადამიანის უფლებების და დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის ქვეყნისგან ჯილდოს მიღება, ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში.

გრეტა წიწავა – მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სანდრო გირგვლიანის წამების საქმეზე მსჯავრდადებულია, თურმე ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში „ჯილდოს იმსახურებს“ 

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები